loader

ერთგული ძაღლი ჰაჩიკო, რომელსაც იაპონელებმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთგული ძაღლი ჰაჩიკო, რომელსაც იაპონელებმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს

ძაღლი, სახელად ჰაჩიკო ერთ-ერთია, ვინც ტოკიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი უყვართ როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს. მიზეზი პატრონისადმი მისი განსაკუთრებული ერთგულებაა, რითაც აკიტას ჯიშის ძაღლმა თავი იმდენად გამოიჩინა, რომ მას იაპონელებმა ძეგლიც კი დაუდგეს.

ჰაჩიკო 1923 წლის 10 ნოემბერს იაპონიაში, პრეფექტურა აკიტაში დაიბადა. ფერმერმა გადაწყვიტა ლეკვი თავის ძველ მასწავლებელს, პროფესორ ჰიდესაბურო უენოსთვის ეჩუქებინა, რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტში მუშაობდა. პროფესორმა ლეკვს დაარქვა სახელი "ჰაჩი" (რაც იაპონურად ნიშნავს რვას) იმიტომ, რომ ეს მისი მერვე ძაღლი იყო. როცა ჰაჩი გაიზარდა, იგი ყველგან და ყოველთვის დაყვებოდა თავის პატრონს. პროფესორი ყოველდღე დადიოდა სამსახურში, ამიტომ ჰაჩი აცილებდა მას სიბუიას სადგურის შესასვლელამდე, ხოლო შემდეგ, დღის 3 საათისათვის ისევ სადგურზე ხვდებოდა.
21 მაისს 1925 წელს პროფესორს უნივერსიტეტში ინფარქტი დაემართა. ექიმებდა ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენა და, შესაბამისად, სახლში ის აღარ დაბრუნებულა. ამის მიუხედავად, ჰაჩი იმ დღიდან მოყოლებული ყოველდღე ელოდა თავის პატრონს სადგურზე გვიან საღამომდე.

ჰაჩი დადიოდა სიბუიას სადგურზე კიდევ 9 წელი, სიცოცხლის ბოლომდე (8 მარტი 1935 წელი). გარდაცვლილი ჰაჩი იპოვეს ქუჩაში, სიბუიას სადგურთან. ეს ამბავი მალე მოედო იაპონიას და დიდი რეზონანსი გამოიწვია, რის გამოც ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა. ჰაჩის ძვლები ტოკიოს სასაფლაო აოიამაში მისი პატრონის გვერდით დაასაფლავეს. ხოლო მისი ტყავისაგან ფიტული დაამზადეს, რომელიც დღემდე ინახება ნაციონალურ მუზეუმში.

ჰაჩის ამბავზე გამოსცეს მოთხრობები, საუკეთესო მოთხრობა კი შეიტანეს სკოლის ქრესტომათიაში. ამ ისტორიაზე 2009 წელს გადაიღეს ცნობილი ფილმი, რომელშიც პროფესორის როლს რიჩარდ გირი ასრულებს.