loader

მოსკოვში სკოლის მოსწავლემ დარაჯი სასტიკად მოკლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში სკოლის მოსწავლემ დარაჯი სასტიკად მოკლა (+18)

მოსკოვის გარეუბანში, ერთ-ერთ სკოლაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ სასტიკი მკვლელობა დააფიქსირა. 14 წლის ეგორიმ 64 წლის დარაჯს ბეისბოლის ბიტით სცემა, შემდეგ კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, მერვეკლასელი ბიჭი სკოლაში იარაღით მივიდა, რათა თანატოლებს გასწორებოდა, რომლებიც მას დასცინოდნენ. შენობიდან ეზოში მიმავალი ეგორი მოხუცმა დარაჯმა შენიშნა და მისი შეჩერება სცადა, რა დროსაც მოხდა კიდეც მკვლელობის ფაქტი.

მოზარდი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.