loader

ებოლას ვირუსით დაავადებულების პირველი გამოკვლევის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ებოლას ვირუსით დაავადებულების პირველი გამოკვლევის კადრები

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ებოლას ცხელების გავრცელებასთან და დაავადების ზრდასთან დაკავშირებით, ბელგიურმა გამოცემამ 1976 წლის იშვიათი დოკუმენტური კადრები გამოაქვეყნა, როდესაც სასიკვდილო დაავადება კონგოს რესპუბლიკაში პირველად გამოვლინდა.

ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ვიდეოსიუჟეტები ბელგიურმა გამოცემა Het Laatste Nieuws-მა საკუთარ საიტზე განათავსა. 1976 წელს მკვლევარების ჯგუფი ბელგიელი მეცნიერის, პიტერ პიოტის ხელმძღვანელობით, ზაირის რესპუბლიკის (ამჟამად კონგო) სოფელ იამბუკის სტუმრობდა დაავადების გამოსაკვლევად, რომელიც მარბურგის ვირუსი ეგონათ. შედეგად სხვა ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც ამჟამად ებოლა ეწოდება.