loader

პოლონეთში პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკებისას 50 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლონეთში პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკებისას 50 ადამიანი დაშავდა

სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა ვარშავაში, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ნაციონალურ მარშზე, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად.

"ბიბისის" ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიღბიანების ერთმა ჯგუფმა პოლიციას ქვები და ფილები დაუშინა. პოლიციამ კი ასობით დემონსტრანტის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 300-მდე ადამიანია დაკავებული.

უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ნაციონალური მარშის დროს სამართალდამცველებსა და მარშის მონაწილეებს შორის შეტაკებები ხდება. გასულ წელს დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა რუსეთის საელჩოზე თავდასხმა სცადა.

11 ნოემბერს პოლონეთი დამოუკიდებლობის აღდგენას აღნიშნავს.