loader

ჩეხეთის პრეზიდენტს რუსეთის მხარდაჭერისთვის კვერცხები დაუშინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩეხეთის პრეზიდენტს რუსეთის მხარდაჭერისთვის კვერცხები დაუშინეს

პრაღაში, მომიტინგეებმა ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს დაუსტვინეს და კვერცხები დაუშინეს. პრეზიდენტი მოქალაქეების წინაშე კომუნისტური რეჟიმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოდიოდა. კვერცხებს პრეზიდენტის დაცვა ქოლგებით იგერიებდა. ერთ-ერთი კვერცხი გერმანიის პრეზიდენტ იოახიმ გაუკის თავში მოხვდა, რომელიც ჩეხეთში "ხავერდოვანი რევოლუციის" 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ჩეხეთის პრეზიდენტმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ კვერცხი მას ეკუთვნოდა.

მანიფესტანტები ზემანის პრორუსული კურსით არიან აღშფოთებულნი. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი ლოზუნგი იყო: "ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ რუსეთის კოლონია". მათ პრეზიდენტს წითელი ფერის ბარათები უჩვენეს, ნიშნად იმისა, რომ მისი გადადგომის დროა.