loader

ესპანეთში პედოფილი მღვდლები დააპატიმრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთში პედოფილი მღვდლები დააპატიმრეს

ესპანეთში, გრანადის პროვინციაში პედოფილიაში ეჭვის საფუძველზე სამი მღვდელი დააპატიმრეს. პოლიცია გამოძიებას ზაფხულიდან აწარმოებს, მას შემდეგ, რაც 24 წლის მამაკაცმა რომის პაპს წერილი მისწერა, რომელშიც ბავშვობაში, გრანადის ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობის დროს, მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მოუთხრო.

გრანადელი მღვდლების ყოფილი მსხვერპლისგან წერილის მიღების შემდეგ რომის პაპმა ფრანცისკმა პირადად დაურეკა ახალგაზრდა მამაკაცს და კათოლიკური ეკლესიის სახელით ბოდიში მოუხადა.