loader

XX საუკუნის ყველაზე შემზარავი ტრაგედია: რატომ მოიკლა თავი ერთდროულად 911-მა ადამიანმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

XX საუკუნის ყველაზე შემზარავი ტრაგედია: რატომ მოიკლა თავი ერთდროულად 911-მა ადამიანმა

გაფრთხილებთ! დოკუმენტური მასალა შეიცავს მძიმე კადრებს

1978 წელს, "სახალხო ტაძრის" სექტის წევრებმა, რომელსაც ჯიმ ჯოუნსი ხელმძღვანელობდა, სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადაწყვიტეს. 911-მა ადამიანმა, რომელთა შორის მოზრდილი და ჩვილი ბავშვებიც იყვნენ, კალიუმის ციანიდი მიიღო. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა სამხრეთ ამერიკაში, ჯონსტაუნში მომხდარ ტრაგედიას XX საუკუნის ყველაზე მასობრივი თვითმკვლელობის სტატუსი მიანიჭეს. ჯიმ ჯოუნსმა სექტა გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩამოაყალიბა და "აპოსტოლურ სოციალიზმს" უწევდა პროპაგანდას.

ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ჯონსტაუნში კონგრესმენი ლეო რაიანი ჩავიდა. მასთან საუბარში რამდენიმე იქ მცხოვრებმა დასახლების დატოვების სურვილი გამოთქვა, რის გამოც კონგრესმენმა ვერტმფრენი გამოიძახა. ვიდრე ვერტმფრენი მიწაზე დაჯდებოდა, სექტის ერთ-ერთმა წევრმა ცეცხლი გახსნა და კონგრესმენი და მასთან ერთად მყოფი ჟურნალისტები დახოცა. მომხდარის შემდეგ ჯიმმა კრება მოიწვია და განაცხადა, რომ ამ ფაქტის გამო სოფელში ცხოვრება ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდებოდა და რომ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი "თვითმკვლელობის რევოლუციური აქტი" იყო. ლიდერის გადაწყვეტილებას მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა. მისი ბრძანებით, კასრში ჩაასხეს ყურძნის წვენი, რომელშიც ციანიდი და ვალიუმი გაურიეს და პირველ რიგში, ბავშვებს დაალევინეს. თავად ჯოუნსი მოგვიანებით სოფლისგან მოშორებით მკვდარი იპოვეს. მას თავში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. არავინ იცის, სექტის ლიდერმა თავი მოიკლა თუ მოკლეს. ამ დღეს მხოლოდ 80 ადამიანი გადარჩა, ისინი, ვინც კრებას არ ესწრებოდა ან ბანაკი თავისი ნებით დატოვა.

წაიკითხეთ ვრცლად და იხილეთ ფოტოგალერეა gzapress.ge-ზე