loader

სპეცოპერაცია გროზნოში: 10 დაღუპული და ცეცხლმოკიდებული შენობა ქალაქის ცენტრში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია გროზნოში: 10 დაღუპული და ცეცხლმოკიდებული შენობა ქალაქის ცენტრში

გროზნოს ცენტრში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი იუწყება. რუსული მედიის ცნობით, გროზნოში სპეცოპერაციის ადგილზე აღმოჩენილია შვიდი "ბოევიკის" ცხედარი.

"ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ საეჭვო შეიარაღებული პირების მანქანის თაობაზე და საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა მანქანის გაჩერება სცადეს. მანქანაში მყოფებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა პოლიციის სამი თანამშრომელი", - დაწერა "ინსტაგრამზე" ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ღამით, პოლიციელებზე თავდასხმის შემდეგ, შეიარაღებული პირები გროზნოში, მთავრობის სახლის მახლობლად მდებარე საგამომცემლო სახლში შეიჭრნენ, რომელსაც სპეცოპერაციის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ბლოკირებული აქვთ ადგილობრივ სამართალდამცველებს და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს. ასევე, მობილიზებულია ჯავშანტრანსპორტიორები.