loader

"ორი "მაესტროს" შეხვედრა" - Россия 1 ლეპსის თბილისურ კონცერტზე და მომღერლის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორი "მაესტროს" შეხვედრა" - Россия 1 ლეპსის თბილისურ კონცერტზე და მომღერლის პირველი კომენტარი

"ორი მაესტროს შეხვედრა: გრიგორი ლეპსის კონცერტი თბილისში სკანდალით დასრულდა" - ასეთი სათაურით ეხმაურება რუსული ტელეკომპანია Россия 1 თბილისში გრიგორი ლეპსის თბილისურ კონცერტზე მომხდარ სკანდალს.

შეგახსენებთ, სოჭში დაბადებული რუსი მომღერლის, გრიგორი ლეპსის, იგივე გრიგორი ლეფსვერიძის კონცერტი თბილისში 7 დეკემბერს გაიმართა. სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გამართა და ლეპსის კონცერტზე დასწრების მსურველებს ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყო. სკანდალი მოხდა კულისებშიც: ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის ინფორმაციით, კონცერტის ორგანიზატორებმა იგი საათნახევრის განმავლობაში ჩაკეტეს ოთახში მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ლეპსს არასასურველი შეკითხვა დაუსვა პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ასევე იხილეთ:

ნინო ბურჯანაძე გრიგორი ლეპსის კონცერტზე

"მონებო! ქვეყნის გამყიდველებო!" - გრიგორი ლეპსის კონცერტზე მისულებს "სირცხვილის კორიდორი" მოუწყვეს