loader

მალაიზიური ავიალაინერი რადარებიდან გაუჩინარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალაიზიური ავიალაინერი რადარებიდან გაუჩინარდა

მალაიზიური ავიაკომპანია "ეარ აზიას" თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურისკენ მიფრინავდა, რადარებიდან გაუჩინარდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტთან კონტაქტი ადგილობრივი დროით 07:24 საათზე გაწყდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ლაინერთან კავშირი გაწყდა, თვითმფრინავი ოკეანის თავზე იმყოფებოდა. კომპანიამ სამძებრო სამუშაოები უკვე დაიწყო. "სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ გვაქვს მონაცემები, რა ბედი ეწიათ მგზავრებს", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
162 მგზავრს შორის სამი სამხრეთ კორეელია, ერთი ბრიტანეთის მოქალაქე, ერთი მალაზიაში და ერთი სინგაპურში მცხოვრები, დანარჩენები კი ინდონეზიის მოქალაქეები არიან.