loader

მსოფლიოს 7 ყველაზე თავბრუდამხვევი ნაძვის ხე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს 7 ყველაზე თავბრუდამხვევი ნაძვის ხე

რამდენიმე დღეც და მსოფლიო ახალ წელს იზეიმებს. ყველა წინასაახალწლო სამზადისშია, ზოგი საჩუქრების ყიდვით არის დაკავებული, ზოგი კერძების მომზადებით, ზოგიც კი ნაძვის ხეების მორთვით. წარმოგიდგენთ მსოფლიოში შვიდ ყველაზე გამორჩეულ ნაძვის ხეს.

1. ნიუ-იორკი, როკფელერის ცენტრში მდებარე ნაძვის ხე. 2. დუბაიში 15-მეტრიანი ნაძვის ხე, რომელიც არამარტო სილამაზითაა გამორჩეული, ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ნაძვის ხედაც ითვლება. 3. ტოკიოში 2.6-მეტრიანი ნაძვის ხე დადგეს, რომელიც 31 კგ-ს იწონის და 2 მილიონი ევროს ღირებულებისაა. იგი მულტიპლიკაციური ფილმის, Frozen-ის გმირებით არის გაწყობილი. 4. ავსტრალიელებმა გადაწყვიტეს, გამორჩეულები ყოფილიყვნენ და მათ ნაძვის ხე ლეგოსგან ააგეს. 5. ბრაზილიაში, კერძოდ კი, რიო დე ჟანეიროში 85-მეტრიანი მოცურავე ნაძვის ხე დადგეს, რომელიც 542 ტონას იწონის. 6. ძალიან ორიგინალური ნაძვის ხეა წარმოდგენილი პარიზში, ლაფაიეტის გალერეაში. ახალი წლის მთავარი სიმბოლო ჭერზე თავდაყირაა დაკიდებული. 7. ლონდონში კი ნაცნობი ნაძვის ხე დადგეს, რომელიც ნორვეგიამ ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომში მხარდაჭერისთვის აჩუქა. იგი დედაქალაქს 1947 წლიდან ამშვენებს და ტრადიციულად, ნორვეგიულ სტილშია გაწყობილი.