loader

პატარძლის კაბის ფორმის ულამაზესი ცათამბჯენი აფრიკის ყველზე მაღალი შენობა გახდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატარძლის კაბის ფორმის ულამაზესი ცათამბჯენი აფრიკის ყველზე მაღალი შენობა გახდება

დუბაის დეველოპერული კომპანია მაროკოში 2018 წლისთვის 540 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენის აშენებას აპირებს. ეს შენობა აფრიკაში ყველაზე მაღალი გახდება და სამხრეთ აფრიკის უდიდესი ქალაქის - იოჰანესბურგის 223-მეტრიან Carlton Canter-ს ჩამოიტოვებს.

კასაბლანკას ფინანსურ კვარტალში ცათამბჯენი Al Noor Tower ("სინათლის კოშკი") 25 ჰექტარს დაიკავებს და ბიზნეს ცენტრს, გასართობ კომპლექსს, არტ-გალერეას, მაღაზიებსა და პრემიუმ-კლასის სასტუმროს გააერთიანებს.

ცათამბჯენის დიზაინით ფრანგული კომპანია Valode & Pistre დაკავდება. არქიტექტორების თქმით, შენობის ფუტურისტული დიზაინი საქორწინო თემით და მთავარი საქორწინო სამოსით - კაბით არის შთაგონებული.