loader

ტრაგედია ფულის გამო - ჩინეთში ახალი წლის ღამეს 36 ადამიანი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ფულის გამო - ჩინეთში ახალი წლის ღამეს 36 ადამიანი გარდაიცვალა

ტაივანის სანაპირო ზოლი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ყოველ წელს, ახალი წლის ღამეს აქ გრანდიოზული შოუ იმართება, რომლის სანახავადაც ათასობით ადამიანი მოდის, თუმცა წელს ახალი წლის აღნიშვნა ტრაგედიით დასრულდა. ჩინური მედიის ცნობით, ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი მაღალსართულიანი ბინის მფლობელმა ფანჯრიდან ყალბი დოლარების გადმოყრა დაიწყო, რომელსაც წარწერა "ბედნიერი ახალი 2015 წელი" ამშვენებდა.

ფულის გადმოყრის შემდეგ პოლიციელები უშედეგოდ ცდილობდნენ ხალხის ნაკადის შეჩერებას. დოლარების აკრეფის სურვილმა ჭყლეტა გამოიწვია, რასაც, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა. სამართალდამცველებმა მომხდარის შესახებ უკვე დაიწყეს გამოძიება, თუმცა ტრაგედიის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.