loader

საფრანგეთში წუთიერი დუმილით შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს მიაგეს პატივი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთში წუთიერი დუმილით შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს მიაგეს პატივი

საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს. დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბრიუსელშიც.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგებმა მომხდარს "საფრანგეთის 9/11" უწოდეს.

რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ჟურნალის თანამშრომლები და ორი პოლიციელია, რომელთაგან ერთი აჰმედ მურაბეთი მუსლიმური წარმოშობისაა.

სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

2011 წელს Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ:

12 გარდაცვლილი, 66 მილიონი დაჭრილი - საფრანგეთი ვერ დააჩოქეს!

სასტიკი თავდასხმა და 12 დაღუპული პარიზში: შურისძიება ტერორისტის კარიკატურის გამო (+18)