loader

კადრები სპეცოპერაციის ადგილიდან: პოლიციას თავდამსხმელები თითქმის 5 საათია ალყაში ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სპეცოპერაციის ადგილიდან: პოლიციას თავდამსხმელები თითქმის 5 საათია ალყაში ჰყავს

საფრანგეთის პოლიციას Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელები ალყაში ჰყავს. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, პოლიციელებმა საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში ალყა შემოარტყეს ერთ-ერთ შენობას, სადაც საწყობია განთავსებული. სავარაუდოდ, შენობაში მიიმალნენ თავდამსხმელები, რომელთა დევნის ოპერაციას სამართალდამცველები რამდენიმე საათია აწარმოებენ. სპეცოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენები. ადგილობრივი მოსახლეობა გაფრთხილებულია, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები და სკოლები.

პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში საფრანგეთის პოლიცია Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების სამძებრო ოპერაციას ატარებს. პოლიციელები მანქანას დაედევნენ, რომელშიც, ერთ-ერთი ვერსიით, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ. თავდამსხმელები ერთ-ერთი კომპანიის ოფისში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.

ასევე იხილეთ:

LIVE: პარიზთან ახლოს სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სპეცოპერაცია საფრანგეთში: პოლიცია Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს ეძებს