loader

ემოციური კადრები: პარიზში მარშის დროს შეკრებილი ხალხი პოლიციას აპლოდისმენტებით შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები: პარიზში მარშის დროს შეკრებილი ხალხი პოლიციას აპლოდისმენტებით შეხვდა

11 იანვარს, პარიზის ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საფრანგეთის დედაქალაქში ერთიანობის მარშში 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ფრანგების გარდა, მსვლელობაში მონაწილეობა სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა და მსოფლიო ლიდერებმაც მიიღეს. პარიზის პარალელურად, მსვლელობები მოეწყო - ლიონში, ბორდოსა და მარსელში.

ერთიანობის მარშში მონაწილე ფრანგებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს პოლიციელებს. ხალხის კორდონის გავლის დროს პოლიციის მანქანებში მყოფ სამართალდამცველებს შეკრებილები რამდენიმე წუთის მანძილზე უკრავდნენ ტაშს.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პოლიციის თანამშრომლებმა 9 იანვარს ორი წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს პარიზსა და ახლომდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში, სადაც ტერორისტებს რამდენიმე ადამიანი ჰყავდათ მძევლად აყვანილი. პარიზში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს 3 პოლიციელი ემსხვერპლა.

ასევე იხილეთ:

კადრები, როგორ აიღო პოლიციამ შტურმით შენობა, სადაც ტერორისტი ძმები იმყოფებოდნენ

პარიზის შტურმის კადრები: მაღაზიაზე თავდამსხმელი მოკლულია, მძევლები გათავისუფლებული