loader

პარიზის ტერაქტების მსხვერპლთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზის ტერაქტების მსხვერპლთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართა

საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაღუპულების დაკრძალვის ცერემონია პარიზსა და იერუსალიმში გაიმართა. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, იერუსალიმში სამგლოვიარო ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ცერემონიას ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი რუვენ რივლინი.

"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, დაკრძალვის ცერემონია გაიმართა პარიზშიც, სადაც გასულ კვირას ტერაქტების შედეგად დაღუპულ შვიდ ადამიანს, მათ შორის, სამ პოლიციელს გამოეთხოვნენ. ცერემონიას ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.

საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებს გასულ კვირას 17 ადამიანი ემსხვერპლა.