loader

შედიხარ ვაგონში, იქ კი ათობით შიშველი ქალი და კაცი გხვდება - მსოფლიოს 60 ქალაქში მეტროს მგზავრები გაშიშვლდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შედიხარ ვაგონში, იქ კი ათობით შიშველი ქალი და კაცი გხვდება - მსოფლიოს 60 ქალაქში მეტროს მგზავრები გაშიშვლდნენ

"მეტროში შარვლის გარეშე" - ამ სლოგანით ფლეშმობები მსოფლიოს მეგაპოლისებში: ნიუ იორკში, ლონდონში, მილანში, ბუქარესტში, ბერლინსა და მეხიკოში მოეწყო. პირველი ფლეშმობი "მეტროში შარვლის გარეშე" 2002 წელს მოეწყო და მასში მხოლოდ შვიდი ადამიანი მონაწილეობდა. არავინ იცის, საიდან გაჩნდა იდეა - შეიძლება ეს აზრი ვინმე გულმავიწყ ადამიანს მოუვიდა, რომელსაც დილით სახლიდან გამოსვლის წინ შარვლის ჩაცმა ავიწყდებოდა ხოლმე. ასეა თუ ისე, ეს ფლეშმობი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა და ახლა მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ზოგიერთი მონაწილე შარვლით ჩადის მეტროში და იქვე,  გაკვირვებული მგზავრების თვალწინ იხდის.