loader

LIVE: დაძაბულობა სომხეთის ქალაქ გიუმრიში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

LIVE: დაძაბულობა სომხეთის ქალაქ გიუმრიში

რა ხდება სომხეთში ამჟამად - ვითარება ქვეყნის ერთ-ერთ ქალაქში მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმე დღის წინ რუსმა ჯარისკაცმა ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, ამოხოცა. ქალაქ გიუმრიში ხალხი პროტესტის ნიშნად გამოვიდა. ისინი დამნაშავის გადაცემას ითხოვენ. დღის განმავლობაში სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ პროტესტი შეტაკებაში გადაიზარდა.

სომხური სააგენტო "ნიუსარმენიას" ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად დაახლოებით 12 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის სამი პოლიციელია.

მომიტინგეები, რომლებმაც დღეს საღამოს პროტესტი რუსეთის საკონსულოსთან გამოხატეს, სომხეთისთვის იმ რუსი სამხედრო მოსამსახურის გადაცემას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
ბოლო ინფორმაციით, მომიტინგეებმა პროკურატურასთან გადაინაცვლეს.

იხილეთ ასევე: შეტაკებები სომხეთში - ხალხი ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებული რუსი სამხედროს გადაცემას ითხოვს