loader

დაბომბილი დონეცკი და სისხლის კვალი ქუჩებში - კადრები ნაომარი ქალაქიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაბომბილი დონეცკი და სისხლის კვალი ქუჩებში - კადრები ნაომარი ქალაქიდან

დონეცკის აეროპორტში აქტიური საბრძოლო მოქმედებები 13 იანვარს განახლდა. უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრის ინფორმაციით, უკრაინის სამთავრობო ძალები ამ დრომდე მთლიანად აკონტროლებენ დონეცკის აეროპორტს. სეპარატისტების მტკიცებით კი, უკრაინული ჯარის ყველა შეტევა მოიგერიეს.

დონეცკის აეროპორტის დასახლებული პუნქტების დაბომბვას გუშინ მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. აეროპორტის შტურმის დროსვე დაიღუპა თამაზ სუხიაშვილი, მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი მებრძოლი.