loader

სტრიპტიზიორი ბოძზე ორი წლის ქალიშვილთან ერთად ცეკვავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტრიპტიზიორი ბოძზე ორი წლის ქალიშვილთან ერთად ცეკვავს

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ცნობილმა ამერიკელმა მოცეკვავე ეშლი რაიტმა გამოაქვეყნა, კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა. ვიდეორგოლში გოგონა ორი წლის ქალიშვილის წინაშე ბოძზე საცვლების ამარა ცეკვავს, შემდეგ კი გოგონას ხელში იყვანს და ვარჯიშს ისე აგრძელებს. უკმაყოფილება გამოიწვია ფაქტმა, რომ ახალგაზრდა დედამ ცეკვა ხელში აყვანილი ბავშვით შეასრულა.

მოცეკვავის პროვოკაციულ საქციელს როგორც მომხრეები, ისე კრიტიკოსები გამოუჩნდნენ. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, ასეთი მაგალითით ბავშვისგან მხოლოდ სტრიპტიზის მოცეკვავე გაიზრდება. ინტერნეტმომხმარებლებმა, რომელთაც ეშლის დაუჭირეს მხარი, მას "საკუთარი შთაგონება" უწოდეს.