loader

ობამას ვიზიტისთვის, ინდოეთში ქუჩებს ფხვნილით ხეხავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ობამას ვიზიტისთვის, ინდოეთში ქუჩებს ფხვნილით ხეხავენ

ინდოეთში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის წინ, პირდაპირი მნიშვნელობით "ალაგებენ" ტაჯ-მაჰალის მიმდებარე ტერიტორიას: ქუჩებს სარეცხის ფხვნილით ხეხავენ, მაწანწალა ძაღლებს და თავისუფლად მოსეირნე ძროხებს იქაურობას აშორებენ - მოკლედ, გენერალური დალაგებაა გაჩაღებული.

აქაურებს, მართალია, უხარიათ, რომ მათ მხარეს ამერიკის პრეზიდენტი ესტუმრება, მაგრამ ამბავს წუწუნის გარეშე არ ჩაუვლია - აქაურობა ხომ პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნით მთელი დღე პარალიზებული იქნება და მაღაზიების პატრონებს, ვინც დღეში პურის ფულად ასიოდე რუპიას აკეთებდა, ობამას ვიზიტის დროს თავიანთი ფარდულების დაკეტვა მოუწევთ. ეს სულ რაღაც მეორე შემთხვევაა, როცა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ტაჯ მაჰალს სტუმრობს. ბარაკ ობამა იქ მეუღლესთან, მიშელთან ერთად ჩავა.