loader

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში" - უკრაინელი სამხედროები სეპარატისტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში" - უკრაინელი სამხედროები სეპარატისტებს

უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების პოლკის, "აზოვის" მებრძოლებმა, რომლებიც მარიუპოლს იცავენ, სეპარატისტებისადმი მიმართვა ჩაწერეს და ვიდეო პოლკის Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნეს.

"მარიუპოლი, დონბასი და მთელი ჩვენი წმინდა, უკრაინის მიწა თქვენთვის საფლავად იქცევა. თქვენ ჩვენს მიწაზე მოსვლა გინდათ, რომელზეც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ და დაიხოცნენ. ჩვენ, რუსებო, უკრაინელები ვართ, რომლებიც ამ მიწაზე თქვენამდე ვცხოვრობდით და თქვენ შემდგომაც ვიცხოვრებთ. თქვენი ჯარი, რუსული, არ გვინახავს, მხოლოდ დაქირავებულები, გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები. დაე, მოვიდნენ", - მიმართავენ მებრძოლები ტერორისტებს. უკრაინელი სამხედროები სეპარატისტებსა და მათ მხარდამჭერებს ჰპირდებიან, რომ მარიუპოლის მისადგომთან ჯოჯოხეთს მოუწყობენ.