loader

"ჩემო პუტინო, შენთან მინდა" - ამ კლიპმა ინტერნეტში 21 000 უარყოფითი შეფასება მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემო პუტინო, შენთან მინდა" - ამ კლიპმა ინტერნეტში 21 000 უარყოფითი შეფასება მიიღო

რუსმა მომღერალმა მაშანიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე კლიპი - "ჩემი პუტინი" გადაიღო. ვიდეო ინტერნეტში 28 იანვარს გამოქვეყნდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მომღერალი კლიპში უკრაინისა და რუსეთის დროშების ფერების კაბებში ჩნდება და მღერის, თუ როგორ უყვარს პუტინი და მასთან ყოფნა სურს.

ინტერნეტმომხმარებლებმა მაშანის შემოქმედება "ვერ დააფასეს": 735 000 ნახვიდან ვიდეომ 21 000 ნეგატიური შეფასება დააგროვა და უამრავი უარყოფითი გამოხმაურება მიიღო. მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებელი წერს - "სიმღერა ჰააგის ტრიბუნალისთვისაა. როდესაც პუტინს დასახვრეტად გაიყვანენ, მომღერალთა გუნდი და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რამდენიმე ასეული სეპარატისტი აიტაცებს: "წამიყვანე თან, შენთან ყოფნა მინდა".