loader

კოლეგები ოფისში სექსით დაკავდნენ, შუქის ჩაქრობა დაავიწყდათ და... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოლეგები ოფისში სექსით დაკავდნენ, შუქის ჩაქრობა დაავიწყდათ და...

ახალ ზელანდიაში, ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის ოფისის ორმა თანამშრომელმა მძიმე სამუშაო კვირის ბოლოს განტვირთვა გადაწყვიტა და იქვე, შემინულ ოთახებში მოიწყო რომანტიკული საღამო.

ღვინის დალევისა და საუბრის შემდეგ წყვილი კიდევ უფრო "გაიხსნა", მაგრამ თუ ფიქრობდნენ, რომ მათი ღამის გართობა მხოლოდ ოფისის კედლებში დარჩებოდა, მწარედ შეცდნენ. ოფისის ფანჯრებში, თანაც ანთებულ შუქში, ყველაფერი დღესავით ცხადად ჩანდა. პიკანტური სანახაობა არ გამოჰპარვიათ მოპირდაპირე პაბში მსხდომებს, რომლებმაც ფოტო-ვიდეოზე აღბეჭდეს ყველაფერი და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

რომანტიკული ისტორია აქ არ სრულდება: კადრებში დაფიქსირებული წყვილი თანამშრომლებმა უკვე ამოიცნეს და როგორც გამოცემა New Zealand Herald იტყობინება, მამაკაცი, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში უფროსი სპეციალისტია, დაოჯახებულია, ქალი კი ცოტა ხნის წინ დაინიშნა და დაქორწინებას გეგმავდა.

იხილეთ:

სექსი არ აცადეს - მეგობრების სიურპრიზი უდროო დროს (+18)

ოფისის თანამშრომელი ქალი უცნაურ რაღაცას აკეთებს... ალბათ არ იცის, რომ კამერა ჩართულია

რუსეთის მთავრობის სახლში წყვილი სექსის დროს დააფიქსირეს (+16)