loader

სისხლიანი საფეხბურთო მატჩი: კაიროში არეულობას 22 გულშემატკივარი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი საფეხბურთო მატჩი: კაიროში არეულობას 22 გულშემატკივარი ემსხვერპლა

ეგვიპტის დედაქალაქში პრემიერლიგის საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ არეულობას 22 ადამიანი შეეწირა. არიან დაშავებულებიც.

არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც საფეხბურთო კლუბ "ზამალეკის" გულშემატკივრებმა სტადიონზე შესვლა სცადეს. პოლიციამ დაპირისპირებულების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გაუშვა, რამაც სტადიონზე მყოფების პანიკა გამოიწვია. არეულობის შედეგად მატჩი შეჩერდა. პოლიციამ "ზამალეკის" ფან-კლუბის ლიდერების დაკავების ბრძანება გასცა.

გუშინდელი მატჩი გუნდებს - "ზამალეკსა" და ENPPI-ს შორის ტარდებოდა.