loader

სოლარიუმის აპარატი კუბოს ნაცვლად - ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გარუჯვა აღარ მოგინდებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოლარიუმის აპარატი კუბოს ნაცვლად - ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გარუჯვა აღარ მოგინდებათ

საქველმოქმედო ფონდმა Mollie's Fund-მა, რომელიც კანის კიბოს გავრცელებას ებრძვის და სარეკლამო სააგენტო FCB-მ სოლარიუმებთან საბრძოლველად სარეკლამო კამპანია გაუშვეს.

სარეკლამო აქციის ფარგლებში, ნიუ-იორკის ქუჩებში გამვლელებს "სოლარიუმ" Vitamin Sun-ში უფასოდ გარუჯვა შესთავაზეს. სტუმრები თავიდან ჰოლში მოხვდნენ, სადაც კრემი და პირსახოცი აიღეს. მომდევნო ოთახში შესვლისას კი ისინი დამკრძალავი ბიუროს დარბაზში აღმოჩნდნენ, სადაც ორღანი უკრავდა, სტუმრები ტიროდნენ და მათ სახელზე სამახსოვრო დაფა იდგა. კუბოს ნაცვლად კი ოთახის ცენტრში სოლარიუმის აპარატი იდგა.

შემდეგ სოლარიუმის "მსხვერპლებთან" ექიმი-დერმატოლოგი გამოდიოდა, რომელიც აქციის არსს ხსნიდა. ბოლოს კი მსურველებს სილამაზის სალონში ავტორუჯის პროცედურაზე უფასოდ წასვლის კუპონებს სთავაზობდნენ.

ყოველწლიურად, კანის კიბოს ყველაზე სახიფათო ფორმით - მელანომით აშშ-ში დაახლოებით 10 000 ადამიანი კვდება. ამასთან, სოლარიუმში თითოეული მისვლა დაავადების განვითარების რისკს 20%-ით ზრდის.