loader

ათენში ანტისამთავრობო აქციები შეტაკებაში გადაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათენში ანტისამთავრობო აქციები შეტაკებაში გადაიზარდა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მასობრივი ანტისამთავრობო აქციები შეტაკებაში გადაიზარდა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

დემონსტრანტებმა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილები" და ქვები დაუშინეს, დააზიანეს მაღაზიების ვიტრინები, ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს. მომიტინგეები მთავრობის მიერ მორიგი მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას აპროტესტებენ. კვირის დასაწყისში საბერძნეთმა ევროზონას მორიგი რეფორმების სია წარუდგინა, რომლის სანაცვლოდ ევროზონა ათენს ოთხი თვით ფინანსურ დახმარებას გაუგრძელებს.

გუშინ ჩატარებული აქცია საბერძნეთში ყველაზე მასშტაბური იყო მას შემდეგ, რაც რადიკალურმა მემარცხენე პარტია "სირიზამ" დაახლოებით ერთი თვის წინ არჩევნებში გაიმარჯვა.