loader

დონეცკში მაღაროში მომხდარ აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონეცკში მაღაროში მომხდარ აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში, ზასიადკოს ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ვარაუდობენ, მაღაროში კიდევ ათობით ადამიანი იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაზის აალებამ გამოიწვია. ზასიადკოს მაღაროში მსგავსი შემთხვევები ხშირია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებს 200-ზე მეტი მაღაროელი შეეწირა.