loader

პუტინი ჰყვება, რატომ გახდა იძულებული, "სამშობლოში დაებრუნებინა" ყირიმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი ჰყვება, რატომ გახდა იძულებული, "სამშობლოში დაებრუნებინა" ყირიმი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა, როგორ ჩაატარა 2014 წლის თებერვალში მისმა მთავრობამ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნების სპეცოპერაცია. ოპერაციის ზოგიერთ დეტალზე მან ფილმში - "Путь на Родину" ისაუბრა, რომელიც ტელეარხ Россия 1-ის ეთერში გავა. 8 მარტს, საღამოს, ტელეარხის ეთერში ფილმის ანონსი გაუშვეს.

პუტინი მოჰყვა, რომ 2014 წლის 23 თებერვლის ღამეს სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან თათბირი ჩაატარა და " მათ უკრაინის პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა დაავალა, რომელსაც, მისი აზრით, უბრალოდ, "გაანადგურებდნენ".

"ჩვენ დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის დავასრულეთ და დამშვიდობებისას ყველა კოლეგას ვუთხარი: ჩვენ იძულებულნი ვართ, რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნებაზე მუშაობა დავიწყოთ", - ამბობს პუტინი.