loader

"დაკონსერვებული" პუტინი, ანუ როგორ იღებენ რუსული არხები პრეზიდენტზე სიუჟეტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაკონსერვებული" პუტინი, ანუ როგორ იღებენ რუსული არხები პრეზიდენტზე სიუჟეტებს

თუ რუსულ არხზე, საინფორმაციო გამოშვებაში პუტინის მონაწილეობით სიუჟეტს უყურებთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აქტუალურ და ახალ ამბავს ადევნებთ თვალს. "დაკონსერვებული პუტინი" - ასე ჰქვია რეპორტაჟს, რომელიც ტელეკომპანია ДОЖДЬ-მა მოამზადა ქვეყნის პირველ პირზე და ქვეყნის მთავარ სატელევიზიო არხებზე.

"კონსერვი" სატელევიზიო სლენგია და მის შინაარსს, ალბათ, მარტივად მიხვდებით - ეს არის გადაღებული მასალა, რომელიც ეთერში ვერ მოხვდება და "შავი დღისთვის" თაროზე დევს იქამდე, სანამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდება და არხის ხელმძღვანელობა მის საინფორმაციო გამოშვებაში ჩასმას გადაწყვეტს.