loader

მოსკოველები ქალაქის თავზე გამოჩენილმა კრემლის ვერტმფრენებმა შეაშფოთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოველები ქალაქის თავზე გამოჩენილმა კრემლის ვერტმფრენებმა შეაშფოთა

მოსკოვის თავზე კრემლის სპეცკავშირის სისტემის კუთვნილი ვერტმფრენები დაფრინავენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა "ვლასტი.ნეტი" იტყობინება. თვითმხილველების ცნობით, მოსკოვის ცენტრთან ახლოს, ქუჩაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეცკავშირის ერთ-ერთი ვერტმფრენი დაფრინდა. მეორე ვერტმფრენი კრემლის ტერიტორიაზე შენიშნეს. სოციალური ქსელებით ბლოგერებიც მსგავს ცნობებს ავრცელებენ.

ვრცელდება ვერტმფრენების გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეცკავშირის სისტემის სამსახური რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან, სარაკეტო თავდაცვის, საჰაერო თავდაცვისა და სტრატეგიული ბირთვული ძალების სამსახურებთან თანამშრომლობს. ვერტმფრენების გადაადგილების შესახებ ოფიციალური წყაროები კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთი კვირაა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის შესაძლოა ავადაა, თუმცა ამ ინფორმაციას მისი პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არ ადასტურებს.