loader

კიდევ ერთი ტყუილი პუტინის ირგვლივ: რუსულმა ტელეარხმა ჯერ არშემდგარი შეხვედრა შემდგარად გაასაღა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი ტყუილი პუტინის ირგვლივ: რუსულმა ტელეარხმა ჯერ არშემდგარი შეხვედრა შემდგარად გაასაღა

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა - "Россия-24"-მა გაავრცელა ინფორმაცია ვლადიმერ პუტინისა და მისი ყირგიზი კოლეგის იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც ჯერ არ შემდგარა და უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

"ბი-ბი-სის" ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ეთერში 13 მარტს ორჯერ - მოსკოვის დროით 13:00 და 14:00 საათზე გავიდა. ახალი ამბების წამყვანმა პირდაპირ ეთერში კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ეს ფაქტი თავად რუს ჟურნალისტებსაც არ გამორჩენიათ უყურადღებოდ. ვიდეო მათ სოციალურ ქსელებში განათავსეს. "Россия-24"-ში ამ ფაქტს შეცდომა უწოდეს.

მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინსა და ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს შორის 16 მარტსაა დაგეგმილი.

იხილეთ ასევე: "დაკონსერვებული" პუტინი, ანუ როგორ იღებენ რუსული არხები პრეზიდენტზე სიუჟეტებს