loader

ვანუატუს დედაქალაქი ქარიშხლმა გაანადგურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანუატუს დედაქალაქი ქარიშხლმა გაანადგურა

ქარიშხლმა "პემმა" ვანუატუს დედაქალაქი დაანგრია. BBC-ის ინფორმაციით, პორტ-ვილას შენობების 90% დანგრეულია. დაღუპულთა შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. სხვადასხვა ინფორმაციით, დაღუპულია 8-დან 44 ადამიანამდე. მაშველების ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანა ძირითადად, კუნძულებისგან შედგება, არსებობს საშიშროება, რომ გარდაცვლილთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როცა ყველა კუნძულთან კონტაქტის დამყარება მოხდება. ათასობით ადამიანი დროებითი მოთავსების ბანაკებშია გადაყვანილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ვანუატუს კუნძულებთან მიახლოების მომენტში ქარიშხლის სიძლიერე მაქსიმალურად 5 ბალით ფასდებოდა. ქარის სიჩქარემ "პემის" მოქმედების ზონაში 270 კილომეტრ/საათი შეადგინა.