loader

ვლადიმერ პუტინი ყირიმზე გადაღებულ ამ ფილმის ნახვას აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინი ყირიმზე გადაღებულ ამ ფილმის ნახვას აპირებს

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "ყირიმი. გზა სამშობლოსკენ" ჯერ არ უნახავს და მის ნახვას დღეს, საღამოს რიგით მოქალაქეებთან ერთად, ტელეკომპანია "რასია-1"-ის ეთერში აპირებს. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

საათნახევრიანი ფილმი, რომელიც ჟურნალისტმა ანდრეი კონდრაშევმა გადაიღო, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის ერთი წლის თავს უკავშირდება, რომელშიც გამოყენებულია ვლადიმერ პუტინთან რამდენიმე ინტერვიუ.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის 16 მარტს განახორციელა.