loader

ჟანა ფრისკე მოსკოვის კლინიკაში დააფიქსირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟანა ფრისკე მოსკოვის კლინიკაში დააფიქსირეს

ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობა უკვე ერთი წელია, ფართო განხილვის საგანია მთელ რუსეთში. გერმანიაში, ამერიკაში, ჩინეთსა და ლატვიაში მრავალთვიანი სამკურნალო კურსის შემდეგ 40 წლის მომღერალი სამშობლოში დაბრუნდა. გასული წლის შემოდგომიდან ჟანა მოსკოვში, ქალაქგარეთ ცხოვრობს მეუღლესთან, დიმიტრი შეპელევთან და შვილთან, პლატონთან ერთად, რომელსაც აპრილში ორი წელი უსრულდება. ამ დროის განმავლობაში ჟანას ოჯახი ცდილობს, ცნობისმოყვარე თვალისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დამალოს, მხოლოდ მოკლე კომენტარებით შემოიფარგლებიან და ამბობენ, რომ მკურნალობა უკეთესობისკენ მიდის. ამჟამად, ფრისკე მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში დააფიქსირეს, სადაც ახალ გამოკვლევებს გადის.