loader

გერმანული ლაინერი Germanwings-ის ერთ-ერთმა პილოტმა განგებ ჩამოაგდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანული ლაინერი Germanwings-ის ერთ-ერთმა პილოტმა განგებ ჩამოაგდო

კომპანია Germanwings-ის თვითმფრინავის ერთ-ერთმა პილოტმა ლაინერის დაშვება განზრახ დაიწყო, როდესაც ლაინერი საფრანგეთის ალპების თავზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ფრანგი პროკურორები იტყობინებიან. გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროისთვის მეორე პილოტი კაბინიდან იყო გასული და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, ვინაიდან კარი ჩაკეტილი იყო. აღნიშნულ ცნობებს "შავი ყუთის" ჩანაწერებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებენ.

"ამ მომენტში გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მეორე პილოტი უარს აცხადებდა, გაეღო კარი მთავარი პილოტისთვის, რომელიც კაბინიდან იყო გასული, შემდეგ კი ხელი დააჭირა ღილაკს, რომლითაც ლაინერმა სიმაღლე დაკარგა" - აღნიშნა პროკურორმა ბრის რობინმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მეორე პილოტი, რომელმაც სავარაუდოდ, განგებ ჩამოაგდო სამგზავრო თვითმფრინავი, 28 წლის ანდრეას ლუბიტცი იყო.

სამგზავრო ლაინერი, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა რეისს, საფრანგეთის ტერიტორიაზე, მთიან ადგილას ორი დღის წინ ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 150 ადამიანი დაიღუპა.