loader

ესპანეთში საპროტესტო აქციაზე, ხალხის ნაცვლად, ჰოლოგრამები გამოვიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთში საპროტესტო აქციაზე, ხალხის ნაცვლად, ჰოლოგრამები გამოვიდნენ

ესპანეთის დედაქალაქის მცხოვრებლებმა ქვეყანაში ახლახან მიღებული ცვლილების წინააღმდეგ უჩვეულო საპროტესტო აქცია გამართეს. ცვლილების თანახმად, არასანქცირებული დემონსტრაციების ორგანიზატორები 600 000 ევრომდე თანხით დაჯარიმდებიან. პოლიციის თანამშრომლებთან უპატივცემულობის გამოჩენა დემონსტრანტებს 600 ევრო დაუჯდებათ. გარდა ამისა, ესპანელებს მიტინგზე 1000 ადამიანზე მეტი რაოდენობით გამოსვლა აუკრძალეს.

ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა სიტუაციიდან ორიგინალური გამოსავალი იპოვეს. მათ სპეციალური კამერით გადაიღეს მსვლელობა, რომელშიც ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და მიღებული გამოსახულება მადრიდის პარლამენტის შენობაზე გაუშვეს. შედეგად, აქციის ვირტუალური მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიდიოდნენ და ხელში საპროტესტო პლაკატები ეჭირათ.