X
რუსული "სირი" ჰომოფობი აღმოჩნდა
11:22 / 15-04-2015
ალბათ, იცით, რა არის Siri - თუ არ იცით, გეტყვით, რომ ეს არის აპლიკაცია, რომელიც Apple-ის მოწყობილობებში არის ჩამონტაჟებული და იგი თქვენ მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. "სირის" რუსმა მომხმარებელმა, ალექსმა, რომელიც ლონდონში იმყოფება, აღმოაჩინა, რომ აპლიკაციის რუსული ვერსია "ჰომოფობია". მან ამის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე განათავსა.

"Siri, მითხარი გეი კლუბები ჩემ ირგვლივ", - სვამს კითხვას ალექსი. "გავწითლდებოდი, რომ შემეძლოს", - პასუხობს Siri. ალექსი მეორე კითხვას სვამს: "როგორ დავარეგისტრირო გეი ქორწინება ინგლისში?", - რაზეც აპლიკაცია ასე პასუხობს: "თავს მოვიკატუნებ, ვითომ არ გამიგია". "სირი, გეი ქორწინებაზე მითხარი რამე", - არ ნებდება ალექსი. "ალექს, როგორი უხეში ბრძანდებით", - პასუხობს აპლიკაცია.

აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, კერძოდ, ბრიტანეთში მცხოვრებნი, ამბობენ, რომ მსგავს კითხვებზე (სად არის სანკტ-პეტერბურგში გეი ბარი) "სირი" ადეკვატურად პასუხობს და მისამართებსაც იძლევა. მხოლოდ რუსულად დასმულ მსგავს კითხვებზე პროგრამა "თავს იკატუნებს" და ვერ იგებს, რა უნდა მომხმარებელს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ერთი დღეც არ არის გასული, რაც მერიამ ზარზეიმით გახსნა ადაპტირებული საცურაო ბილიკი,  მოვედი და..." - რაზე ჩივის შშმ პირი ბათუმის სანაპიროდან?