loader

პუტინი, ოჯახის ფსიქოლოგი - ქალმა პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში უცნაური თხოვნით მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი, ოჯახის ფსიქოლოგი - ქალმა პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში უცნაური თხოვნით მიმართა

16 აპრილს რუსული ტელეკომპანიების პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა. პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე შეკითხვების გარდა, რუსი მოქალაქეები საყოფაცხოვრებო თხოვნებითაც მიმართავდნენ პრეზიდენტს.

მაგალითად, ერთ-ერთი თხოვნა ვინმე ელენას ეკუთვნოდა, რომელიც სამეგობროს სახელით წერდა პუტინს: "მეგობრებს გვსურს, დაქალს დაბადების დღეზე ძაღლი ვაჩუქოთ, მაგრამ მისი მეუღლე, რომელიც ყოფილი სამხედროა, ამის კატეგორიული წინააღმდეგია. იქნებ მიმართოთ მას და პირდაპირ ეთერში უთხრათ, როგორც მთავარსარდალმა, აზრი შეიცვალოს".