loader

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ეთიოპიელი ქრისტიანები დახოცეს (+16) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ეთიოპიელი ქრისტიანები დახოცეს (+16)

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ინტერნეტრესურსებზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელშიც ნაჩვენებია ლიბიაში მძევლებად აყვანილი ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობის სცენები. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ვიდეოში მკვლელობის ორი ეპიზოდია ნაჩვენები - ეთიოპიელი ქრისტიანების ერთ ჯგუფს ლიბიის აღმოსავლეთით გაუსწორდნენ, მეორეს კი - ქვეყნის სამხრეთით. ქრისტიანთა პირველ ჯგუფს თავები მოაჭრეს, მეორე ჯგუფი კი დაცხრილეს.

29-წუთიან ვიდეოში ასევე ჩანს, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იარაღის მუქარით როგორ მოითხოვს ქრისტიანებისგან, გადავიდნენ ისლამზე ან გადაიხადონ გადასახადი ყურანის მიხედვით.