loader

უჩვეულო სამხედრო წვრთნები: პრემიერ-მინისტრის თვალწინ ნეფე-დედოფალი "დაცხრილეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უჩვეულო სამხედრო წვრთნები: პრემიერ-მინისტრის თვალწინ ნეფე-დედოფალი "დაცხრილეს"

მოლდოვაში, ქალაქ ბელცის შემოგარენში უჩვეულო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. სწავლებების მსვლელობისას მოლდოველმა სამხედროებმა დემონსტრაციის დაშლაში და ასევე, შეიარაღებული ნეფე-დედოფლის დაცხრილვაში "წაივარჯიშეს".

სწავლებების სცენარით, ქორწილს ბლოკპოსტის გავლა უნდოდა, მაგრამ შეაჩერეს. სიძე-პატარძალმა სამხედროებს ალკოჰოლური სასმელები შესთავაზა, რაზეც, ბუნებრივია, უარი მიიღო. გაბრაზებულმა ახალგაზრდებმა ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც სამხედროებმა ისინი "ჩაცხრილეს".

ამ ჰოლივუდური თრილერის შესაფერის დადგმას თვალს ადევნებდა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი კირილ გაბურიჩი.