loader

ნეპალი მიწისძვრის შემდეგ - ციდან გადაღებული შემაძრწუნებელი სანახაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნეპალი მიწისძვრის შემდეგ - ციდან გადაღებული შემაძრწუნებელი სანახაობა

ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ამსახველი კადრები ციდან დრონის დახმარებით გადაიღეს.

25 აპრილს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუსთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად რვა მილიონი ადამიანი დაზარალდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 4 310-ს აღწევს, დაშავებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი. ნეპალსა და მეზობელ ქვეყნებში განმეორებითი ბიძგები ამ დრომდე გრძელდება, რის გამოც ათასობით ადამიანი კატმანდუში უკვე მესამე დღეა კარვებში ათენებს ღამეს.

მიწისძვრამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, დაბინძურებულია წყალი, არსებობს დაავადებების გავრცელების საშიშროება. ნეპალში სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში ქვეყნის არმია და პოლიციაცაა ჩართული.

ასევე იხილეთ:

სათვალთვალო კამერის კადრები: რა დაემართა აუზს ნეპალში მიწისძვრის დროს

სათვალთვალო კამერამ ნეპალში მომხდარი მიწისძვრის პირველი კადრები დააფიქსირა

ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შემაძრწუნებელი კადრები - ტრაგედია, რომელსაც 17 ალპინისტი ემსხვერპლა