loader

მძღოლი, რომელმაც 5 წლის გოგონა გაიტანა, შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და ბავშვის დედას ჩაეხუტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძღოლი, რომელმაც 5 წლის გოგონა გაიტანა, შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და ბავშვის დედას ჩაეხუტა

5 წლის დარიკა გრინი სახლთან ახლოს, ბებიასთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე იდგა. გოგონა მოულოდნელად ბებიას ხელიდან გაუსხლტა და გზაზე გადაირბინა. ამ დროს გზაზე სატვირთო მოდიოდა, რომელმაც ვერ მოახერხა დროულად დამუხრუჭება და ბავშვს დაარტყა. დარიკა საბურავების ქვეშ აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილას სასწრაფოდ მიცვივდნენ მეზობლები, რომლებიც ცდილობდნენ მანქანის აწევას, რათა გოგონა გამოეყვანათ. დარიკა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება სატვირთოს მძღოლს, ის არ დაუკავებიათ, რადგან არც სიჩქარისთვის გადაუჭარბებია და თავის გზაზე მოდიოდა. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში მძღოლი შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, რათა გოგონას დედისთვის მიესამძიმრებინა - მას გადაეხვია და ქალთან ერთად იტირა.