loader

ბედის ირონია: ეტლში მჯდომმა გოგონამ შოუში სარბენი ბილიკი მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბედის ირონია: ეტლში მჯდომმა გოგონამ შოუში სარბენი ბილიკი მოიგო

ხანდახან სატელევიზიო შოუებში აბსურდული მომენტები ხდება და ეს ერთ-ერთი მათგანია. დანიელ პერესი 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც ავარიაში მოყვა, ეტლით გადაადგილდება.

ახლახან გოგონა ამერიკულ შოუს, Price is Right-ს სტუმრობდა, რომელშიც მონაწილეებმა უნდა გამოიცნონ, რა ღირს ესა თუ ის ნივთი. ვინც სწორ ფასს გამოიცნობს ან ვისი ვარაუდიც ყველაზე ახლოს იქნება თანხასთან, ის იმარჯვებს. დანიელმა ფასი გამოიცნო და გამარჯვებაც იზეიმა, თუმცა მოგებულმა საჩუქარმა არა მხოლოდ ის, არამედ მაყურებლებიც დააბნია.