loader

"ღამის მგლებმა" კადიროვისგან საჩუქრად ახალი მოტოციკლები მიიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღამის მგლებმა" კადიროვისგან საჩუქრად ახალი მოტოციკლები მიიღეს

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მოტოკლუბ "ღამის მგლების" ადგილობრივი ქვედანაყოფის ბაიკერებს რუსეთის მიმართ ღვაწლის აღსანიშნავად ახალი მოტოციკლები აჩუქა. სულ საჩუქარი 16-მა ბაიკერმა მიიღო. ახალი მოტოციკლებით ჩეჩენმა "ღამის მგლებმა" გროზნოში ისეირნეს. მოტორბოლაში რესპუბლიკის ლიდერმაც მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, პუტინის აქტიური მხარდამჭერი მოტოკლუბის რუსი წევრები ამჟამად საქართველოშიც იმყოფებიან. ისინი 9 მაისს, გამარჯვების დღის აღსანიშნავად უცნობი ჯარისკაცის საფლავზე აპირებენ მისვლას, რასაც ქართველი ბაიკერები აპროტესტებენ და პირობას დებენ,რომ რუს კოლეგებს ვაკის პარკში არ შეუშვებენ.