loader

კადიროვის ფიქრები: "მეც სტალინი ვიქნები..." - ჩეჩნეთის ლიდერმა აღლუმი ბელადივით ჩაიბარა და "რაიხსტაგი აიღო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადიროვის ფიქრები: "მეც სტალინი ვიქნები..." - ჩეჩნეთის ლიდერმა აღლუმი ბელადივით ჩაიბარა და "რაიხსტაგი აიღო"

გროზნოში "სამამულო ომში" გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა, რომლის დროსაც "რაიხსტაგი" აიღეს და დაწვეს. ასევე, ტრიბუნასთან, სადაც ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი იდგა, ნაცისტური დროშები ისროლეს, ისევე, როგორც 1945 წელს მოსკოვში, სტალინის ფერხთით.

გროზნოში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით გამართული აღლუმი თეატრალური წარმოდგენით დაიწყო: მსახიობებმა განასახიერეს ბრძოლა ბერლინის ქუჩებში. აღლუმი ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩაიბარა. მოედანი კვამლმა მოიცვა, დაიწყო სროლა, შემდეგ კი ორმა ჯარისკაცმა დროშა "რაიხსტაგზე" აღმართა. ამის შემდეგ პროსპექტზე დატყვევებული გერმანელი ტყვეები ჩაატარეს, რომლებიც იარაღს გზის პირზე ყრიდნენ. ბოლოს კი რადიოთი გადმოსცეს, რომ 2 მაისს ბელორუსიის და უკრაინის ფრონტების ჯარებმა გაცხარებული ქუჩის ბრძოლების შემდეგ ბერლინი დაიკავეს.