loader

პანიკა ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრის დროს - დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანიკა ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრის დროს - დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მორიგი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

12 მაისს მომხდარი მიწისქვეშა ბიძგები, რომელთა სიმძლავრემაც 7,3 მაგნიტუდა შეადგინა, იგრძნობოდა ინდოეთში, ტიბეტსა და ბანგლადეშში. ინდოეთში 17 ადამიანი დაიღუპა. ნეპალში სამაშველო სამუშაოები განახლდა. ეძებენ ამერიკულ სამაშველო ვერტმფრენს, რომელსაც რვა ადამიანი გადაჰყავდა და რომელიც გუშინ დაიკარგა. ათასობით ნეპალელმა მთელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.

ძლიერი მიწისძვრა ნეპალში 25 აპრილსაც მოხდა. მაშინ სტიქიას 8 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 17 000-მდე კი დაშავდა. ამას გარდა, განადგურდა ინფრასტრუქტურა.