loader

როცა ომის ჯოჯოხეთს თანაგრძნობა გავიწყებს... - ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული საოცრად ემოციური რეკლამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როცა ომის ჯოჯოხეთს თანაგრძნობა გავიწყებს... - ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული საოცრად ემოციური რეკლამა

ტაილანდურმა მობილურმა ოპერატორმა TrueMove-მ სასტიკი და ლამაზი რეკლამა გადაიღო, უსიტყვო თანაგრძნობასა და სიკეთეზე. მეორე მსოფლიო ომის წლებში იაპონელები ტყვეების შრომას იყენებდნენ, კერძოდ ტაილანდი-ბირმის სარკინიგზო გზის მშენებლობაში. მოქმედება კანჩანაბურის ბანაკში ხდება, რომლის ათასობით ტყვე ე.წ. სიკვდილის გზაზე იღუპებოდა.

TrueMove-მა გადაწყვიტა შეეხსენებინა, რომ ჯოჯოხეთურ ომშიც კი ადამიანობის ადგილი რჩება. თანაგრძნობა კი ამ დროს ყველაზე ძვირფასი ძღვენია.  ხანდახან იგი უსიტყვოდ გვეხმარება და ვიღაცის ცხოვრებას ცვლის, როგორც ამ ვიდეორგოლის გმირს დაემართა. ტაილანდელმა გოგონამ  გატანჯული ჯარისკაცის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა, რითიც აიძულა მას ერწმუნა, რომ დედამიწაზე სიკეთე კიდევ დარჩა.