loader

ალინა კაბაევას შეცვლილმა გარეგნობამ საზოგადოება გააოგნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალინა კაბაევას შეცვლილმა გარეგნობამ საზოგადოება გააოგნა

ცნობილი რუსი ტანმოვარჯიშე და პუტინის ფარული საყვარელი ალინა კაბაევა ამ დღეებში მოსკოვში, მხატვრული ტანვარჯიშის ფესტივალზე გამოჩნდა. 32 წლის კაბაევა ღონისძიებაზე წითელი ფერის ფართო კაბით მივიდა და თაყვანისმცემლები წონაში შესამჩნევად მომატებული სხეულით გააოცა. ცოტა ხნის წინ მედიაში ვრცელდებოდა ჭორი, რომ ალინა კაბაევამ რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმერ პუტინისგან ერთ-ერთ შვეიცარიულ კლინიკაში შვილი გააჩინა. თავად ალინას ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ტანმოვარჯიშის ფესტივალზე გამოჩენის შემდეგ თაყვანისმცემლებმა ალინას ახალი გარეგნობის განხილვა აქტიურად დაიწყეს. ინტერნეტმომხმარებლებმა ივარაუდეს, რომ იგი ორსულადაა და ამის დამალვას ფართო კაბით ცდილობს. გულშემატკივრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ტანმოვარჯიშეს თვალის ჭრილი შეეცვალა.

ასევე იხილეთ: ალინა კაბაევა - პუტინის იდუმალი საყვარელი